ავტოკატასტროფა ჟინვალში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

29.12.21 17:02
ავტოკატასტროფა ჟინვალში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

2 დაღუპული და 6 მძიმედ დაშავებული -  "პირველებმა" ჟინვალთან მომხდარი ავტოკატასტროფის დეტალები გაარკვია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ, რის შემდეგაც "მინი ვენის" მარკის მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. 

ირკვევა, რომ "მინი ვენში" 9 პირი, ბუკგარელი ტურისტები და მძღოლი ისხდნენ. დაშავებულთაგან ოთხი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, "ინგოროყვას კლინიკაში" გადმოჰყავთ, 2 კი მცხეთის საავადმყოფოში მოათავსეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.