თავს გვეხსმოდნენ, ამტვრევდნენ კამერას - 5 ივლისის საქმეზე გუგა მაისურაძე გამოიკითხა
5 ივლისის საქმე- თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობრივი დაჯგუფების წევრების პროცესი განახლდა. "ტვ პირველის" რეპორტიორი, გუგა მაისურაძე, მხარეთა შეკითხვებს სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.
საქმე ,,ტვ პირველის" ოპერატორის, ლევან ბრგვაძის, ცემის ეპიზოდს ეხება, მას მოძალადეები 9 აპრილის სკვერთან 5 ივლისს გაუსწორდნენ. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი კადრები არსებობს, თუმცა მოძალადეები ბრალს არ აღიარებენ.
ამ ადამიანებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ უკანონობას ჩადიოდნენ. ამიტომ ესხმოდნენ თავს რეპორტიორებს, ამსხვრევდნენ კამერებს, ცდილობდნენ, გაენადგურებინათ აპარატურა. კითხვები იყო, მე პირადად დავინახე თუ არა უშუალოდ ძალადობა და შემეძლო, თუ არა ვინმე მოძალადის ამოცნობა. ჩვენებაშიც ნათქვამი მაქვს, რომ არავის ამოცნობა არ შემეძლო. თუმცა არსებობს კამერების ჩანაწერები. - განაცხადა გუგა მაისურაძემ.
ტვ პირველის ოპერატორ ლევან ბრეგაძის ცემის ფაქტზე 6 პირია დაკავებული. ბრალს არც ერთი მათგანი არ აღიარებს. მომდევნო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულად ცნობილი ლევან ბრეგაძე გამოიკითხება.