შანტაჟი, მუქარა, უფლებამოსილების გადამეტება- გავლენიანი პროკურორი შესაძლოა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს

29.12.21 20:19
შანტაჟი, მუქარა, უფლებამოსილების გადამეტება- გავლენიანი პროკურორი შესაძლოა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს

გავლენიანი პროკურორი შესაძლოა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს - ნათია ქართველიშვილს გარდაცვლილი ქმრის ოჯახი თანამდებობრივი უფლებამოსივლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

,,პირველებმა" მოიპოვა ვიდეომტკიცებულებაც, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება პროკურორის მამა ლიფტთან სიძის მშობლებს. ფიზიკური ძალადობა კი მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ხდება.

ირკვევა, რომ გავლენიანი პროკურორი ქალი გარდაცვლილი მეუღლის მშობლებს ერთდერთი შვილიშვილის ნახვის უფლებას არ აძლევს. დაზარალებულები ამბობენ, რომ პროკურორი რძალი მათგან ბინის გადაფორმებას ითხოვს.

10-მა სასამართლომაც რომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, ბავშვს მაინც არ განახებთო, ამას ამბობს პროკურორი, როდესაც არსებობს სასამართლოს დადგენილება, რომ გვაქვს უფლება ბავშვის ნახვის. გარდა ამისა, ნათია ქართველიშვილმა პირდაპირ თქვა, ზუსტად ასე, რომ ბინის 100 %-ს თუ არ გადმომიფორმებთ, ბავშვსს თვალით ვეღარ ნახავთო. ჩვენ ვუთხარით, ბინა ლიზიკოსია, როცა 18 წლის გახდება, ეს არ აწყობს- აცხადებს ქართველიშვილის გარდაცვლილი ქმრის მამა, ზურაბ სიმონიშვილი.

ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო და ჯერჯერობით არ დასრულებულა.  შანტაჟი, მუქარა, უფლებამოსილების უხეში დარღვევა და გავლენების ბოროტად გამოყენება პროკურორის მხრიდან, ეს ის მძიმე ბრალდებებია, რომელზეც სიმონიშვილების ოჯახი უკვე წელიწადზე მეტია, სასამართლოზე საუბრობს, მათ 6 ადვოკატი უსასყიდლოდ იცავს.

პროკურორი ნათია ქართველიშვილი საქართველოში არ იმყოფება. მის მიმართ გაჩენილ კითხვებზე პასუხების გაცემა მისსავე ადვოკატს მოუწია.

უფლებადამცველმა ბიძინა ხარაზიშვილმა არც უარჰყო და არც დაადასტურა ფაქტი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უფლებამოსილებას ამეტებს, თქვა მხოლოდ ის, რომ პროკურორთან გასაუბრების შემდეგ ეცოდინება, რა პოზიცია დააფიქსიროს საჯაროდ. 

მოთხოვნა ნათია ქართველიშვილის წინააღმდეგ პროკურორის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ შეტანილია როგორც გენერალურ ინსპექციაში, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურშიც, თუმცა აღნიშნული საკითხით პროკურატურა ამ დრომდე არ დაინტერესებულა, ქართველიშვილი ამ დრომდე თბილისის პროკურატურის მაღალჩინოსანია.