ორი დაღუპული და რამდენიმე დაშავებული - ავარია ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე
მსხვერპლით დასრულდა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა.
მსუბუქი ავტომობილისა და სატვირთოს შეეჯახების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.