ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი დაიწვა
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი დაიწვა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი ერთ-ერთი ავტომობილის მაღალი სიჩქარით მოძრაობა გახდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული.