სოფელ მაღლაკში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა

30.12.21 11:59
 სოფელ მაღლაკში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მგელი ფერმის ტერიტორიაზე შეიჭრა და ადგილზე მყოფებს თავს დაესხა.  დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.

 კლინიკის ექიმის, ზურაბ წულაიას, განცხადებით, პაციენტებს დაზიანებები სახის არესა და ზედა კიდურებზე აღენიშნებათ. პაციენტებს ჭრილობების ქირურგიული დამუშავება ჩაუტარდათ. ასევე გაუკეთდათ ანტიტეტანური და ანტირაბიული იმუნიზაცია.  მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.