დანა გულში ჩაურტყამს - პოლიცია ასპინძაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის კვალზე ვერ გადის
"ტვ პირველმა" ასპინძაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები გაარკვია - "პირველების" ინფორმაციით, საზარელი ფაქტის მოტივი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა.
"ტვ პირველმა" მკვლელობის ადგილიც გადაიღო, სახლში დაპირისპირების კვალი ამ დრომდე ეტყობა.
"დანა გულში ჩაურტყამს, მიზეზი არ ვიცით" - აცხადებს ადგილობრივი.
მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიეყენებული. ის პროზექტურაშია გადასვენებული. რაც შეეხაბა დამნაშავეს, მას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.