31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მისცეს

31.12.21 08:16
31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მისცეს

31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს ღამის კლუბების სტუმრების შეზღუდული რაოდენობით მუშაობის უფლება მიცემათ - გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:

ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;
პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;
აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ.