მობილიზება რიონის ხეობაში- ადგილზე წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს

04.04.21 11:03
მობილიზება რიონის ხეობაში- ადგილზე  წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს

რიონის ხეობაში წყლის ჭავლი მანქანა შეიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პილიციელების უპრეცედენტო რაოდენობა. ტერიტორიაზე არ უშვებენ არც აქტივისტებს არც მოსახლეობას.

რიონის მცველების თქმით, ადგილზე წყლის ჭავლის მანქანის შეყვანა პროტესტის ჩახშობის მცდელობას უკავშირდება.

ეს არის საპოლიციო გზებით და რეპრესიული გზებით ჩაახშონ პროტესტი, ვერაფერი არგუმენტირებულად ვერ ახსნეს, იპარებიან შეხვედრიდან და მოსახლეობასთან კომუნიკაციას არ ამყარებენ და ბოლოს რჩება ეს ნაწილი რომ აჩვენონ ძალა," - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

აქტივისტების ნაწილმა ღამე გუმათჰესის გადაკეტილ ტერიტორიასთან გაატარა.მათი თქმით, პოლიციისგან დაპირება მიიღეს, რომ კარვების და სახლების მიმართულებით გადაადგილების უფლებას მიიღებდნენ, თუმცა ისინი  სამართალდამცავებმა დააჯარიმეს.