კორონავირუსს კიდევ 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - 2 იანვრის სტატისტიკა

02.01.22 11:49
კორონავირუსს კიდევ 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - 2 იანვრის სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე ღამეში ქვეყანაში ვირუსით 796 ადამიანი დაინფიცირდა.

24 საათში ჩატარდა 13 441 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.92%.

31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად ომიკრონის 144 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში სულ აცრილია 1 290 114 ადამიანი, ორი დოზით – 1 149 956.