ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე-ონის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

02.01.22 11:57
ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე-ონის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები