გორში ნასვამმა კაცმა ორ ბინაში ხანძარი გააჩინა

02.01.22 12:03
გორში ნასვამმა კაცმა ორ ბინაში ხანძარი გააჩინა

გორში, კომბინატის დასახლებაში სახანძრო და სასწრაფო ბრიგადები იყვნენ მობილიზებულები, მიზეზი ორ საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძარი იყო. 

ირკვევა, რომ ცეცხლი შუა ხნის კაცმა გააჩინა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, მოხდა.

ხანძრის შედეგად შუა ხნის კაცი თავადვე დაშავდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, შუა ხნის კაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.