მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა - საპატრიარქოს განცხადება

02.01.22 15:53
მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა -  საპატრიარქოს განცხადება

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანესთან (კალაიჯიშვილი) დაკავშირებულ ცნობებს მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საპატრიარქო  ეხმაურება. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

დღეს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს. ამასთან, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და არც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ.

ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას" - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები