საქართველოში ომიკრონის 144 შემთხვევაა დადასტურებული
31 დეკემბრის მდგომარეობით ლაბორატორიულად ომიკრონის 144 შემთხვევაა დადასტურებული.ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 796 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 45 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის "ომიკრონის" ვარიანტი პირველად 20 დეკემბერს დადასტურდა.