საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 41 წლის კაცს ქალაქის ცენტრში მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ესროლეს. მიყენებული დაზიანებბის შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა. მას სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აღენიშნება.
წინასაწრი ვერსიით, 41 წლის კაცი შურისძიების მოტივით მოკლეს. პოლიცია თავდამსხმელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
თვითმხილველები ამბობენ, რომ 4-5 გასროლის ხმა გაიგეს. პოლიციამ მოკლულის საცხოვრებელ სახლთან 3 ვაზნა იპოვა.
ირკვევა, რომ მოკლული ტაქსიარხონის ქუჩაზე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
წინასწარი ინფორმაციით, გამოძიება ანგარიშსწორების მუხლით დაიწყო.