943 ახალი შემთხვევა, 37 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა
ქვეყანაში ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 37 პაციენტი, 2 789 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 032 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 413, „პისიარ“ ტესტით –7 619.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 6,27%, ბოლო 14 დღის – 5,5%, ბოლო 7 დღის – 5,77%.