თავდასხმა ყოფილ პოლიციელზე - დაკავებული არავინაა
თბილისში, ყოფილ პოლიციელს თავს დაესხნენ. ფარის მირზოევს ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როცა აეროპორტის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილდებოდა. სროლა ჩასაფრებით განხორციელდა. მირზოევი 2014 წლამდე პოლიციელი იყო შემდეგ კი უწყება დატოვა. მირზოევი მასზე თავდასხმის ზუსტ მოტივს ვერ ასახელებს. საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ მირზოევი გამოიკითხა. მისი თქმით, ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში სხვა პირი არ გამოუკითხავთ.