შეზღუდვები საავტომობილო გზებზე - გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია
კობი-გუდაურის გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ასობით ტრაილერი ამ დრომდე გადაადგილებას ვერ ახერხებს. მძღოლები ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ.
მძღოლებს ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეძლებენ ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილებას. მძღოლების თქმით, არსებობს საშიშროება, რომ მათი პროდუქტი გაფუჭდეს, თუმცა პოლიცია ამ დრომდე გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.