მდგომარეობა სტაბილურია - მეუფე სტეფანე კლინიკაში რჩება
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მეუფე "კავკასიის მედიცინის ცენტრში" მკურნალობს. სასულიერო პირს ყველა გამოკვლევა ჩაუტარდა, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაწერენ მას კლინიკიდან.
გამოხატული იყო კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის კლინიკური სიმპტომატიკა, სისხლის კომპონენტების მნიშვნელოვანი დანაკარგით. ჩაუტარდა მას ყველა საჭირო პროცედურა, მოხდა სისხლდენის შეჩერება, მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და დამაკმაყოფილებელიც კი", - ამბობს ექიმი.