რუსთავის ქარხანაში მუშა გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა რუსთავში - „რუსელოისის“ ქარხანაში 44 წლის მამაკაცი დაიღუპა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მუშას ფეხი დაუცდა და ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუარში დაიხრჩო.
როგორც "პირველებს" ქარხნის დირექტორი უყვაბა, გარდაცვლილი გამოცდილი თანამშრომელი იყო. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, რუსელოისის წარმომადგენლების თქმით, ყველა ნორმა დაცული იყო.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.