დედამ ჩვილი უკიდურესი გაჭირვების გამო სამშობიაროში დატოვა - შემთხვევა ქუთაისში

03.01.22 13:18
დედამ ჩვილი უკიდურესი გაჭირვების გამო სამშობიაროში დატოვა - შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისის საავადმყოფოში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა. როგრორც "პირველებს" უყვებიან, ახალგაზდა ქალმა უკიდურეს ფორმას მძიმე სოციალური პრობლემების გამო მიმართა.

ქალი ამბობს, რომ ის შვილს გაჭირვების გამო ვერ მოუვლიდა.

არსებული ინფორმაციით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მოქალაქეებმა საკვები და ტანსაცმელი მიუტანეს.

ირკვევა ისიც, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ დედისა და შვილის ერთად ყოფნა უზრუნველჰყო. გამოიყო ოთახი, სადაც ისინი ერთად იცხოვრებენ.