მეუფე სტეფანემ სასულიერო პირები განკვეთა, მათ შორის მამა ათიგონე

04.04.21 13:59
მეუფე სტეფანემ სასულიერო პირები განკვეთა, მათ შორის მამა ათიგონე

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ეპარქიიდან სასულიერო პირები განკვეთა. მათ შორის არის მამა ათოგონე, რომელიც მიტროპოლიტის წინააღმდეგ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდა. 

მეუფე სტეფანემ განკვეთილ მღვდლებს მსახურების უფლება შეუჩერა, თუმცა ნაწილს შანსი მისცა. მეუფემ თქვა,  რომ მათ უფლება მხოლოდ მას შედეგ აღუდგებათ, რაც ისინი მოინანიებენ თავინთ საქციელს.

ბრძანება N 6 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება , მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი მდივანი. ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას ( იბრაგიმოვი ), დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმიქმედებუს უფლებების დაბრუნებისა.ხოლო რაც შეეხება მონაზონი ათინოგენს მისთვის მღვედმიქმედებუს დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია. თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს. ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე - ვკითხულობთ მეუფე სტეფანეს  ბრძანებაში.

მსგავსი სიახლეები