ავარია ბორჯომი - ხაშურის გზაზე - გარდაცვლილია ერთი პირი

03.01.22 17:04
ავარია ბორჯომი - ხაშურის გზაზე - გარდაცვლილია ერთი პირი

ბორჯომი - ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა სამს აღემატება. 4 პირი მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

გამოძიება სსკ-ის 276- ე მუხლის მე- 6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.