სასტიკი მკვლელობა შიდა ქართლში - ძმის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
შიდა ქართლში,ახალსოფელში ძმამ ძმა მოკლა. 31 წლის ვანო კუცარაშვილმა საკუთარ ტყუპისცალს სამზარეულოს დანით 10-მდე ჭრილობა მიაყენა.
დაპირისპირება დედმამიშვილებს შორის სუფრაზე დაიწყო. დანაშაულში ბრალდებული ძმა დაკავებულია და მას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მეზობლები მკვლელობის მოტივზე ვერ საუბრობენ.