საქართველოში ომიკრონის 148 შემთხვევაა დადასტურებული

04.01.22 12:26
საქართველოში ომიკრონის 148 შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად ომიკრონის 148 შემთხვევაა დადასტურებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 67 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 1 955 ადამიანი გამოჯანმრთელდა.