მთვრალები იყვნენ, კარგი ძმობა ჰქონდათ - ახალი დეტალები ტყუპისცალის მკვლელობის ადგილიდან
შიდა ქართლში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს, ვანო კუცარაშვილს სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, კუცარაშვილი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის ინფორმაციით, დაპირისპირება შელაპარაკების შემდეგ დაიწყო.
არ აღიარებს გამოიყენა დუმილის უფლება, მისი მოტივი, რომ მოეკლა ტყუპისცალი ეს არის აბსურდული. მოწმეების გამოკითხვებიდანაც ირკვევა, რომ ერთხელ დაარტყა, ერთ დარტყმას ჰქონდა ადგილი", - თქვა ადვოკატმა.
მეზობლების ინფორმაციით, საზარელი შემთხვევა ბედობის ღამეს სუფრაზე მოხდა. მათი თქმით, ახალ წელს ძმები სვამდნენ, რის შემდეგაც ჩხუბი მოხდა.
შელაპარაკება იყო სიმთვრალეში, ძმები იყვნენ ეღთად შრომობდნენ, მამა სახლში არ იყო საავადმყოფოში იწვა", - ამბობს მეზობელი.