"ომიკრონი" გახდება დომინანტური - ვატო სურგულაძე

04.01.22 14:52
"ომიკრონი" გახდება დომინანტური - ვატო სურგულაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, ვახტანგ სურგულაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის ახალ შტამს, "ომიკრონს" მოუმზადებელი ხვდება. სურგულაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ "ომიკრონი" სულ მალე დომინანტური გახდეს. 

რაოდენობა გაიზრდება, ეხლაც გაცილებით მეტია "ომიკრონით" დაავადებული ადამიანები, უბრალოდ ამის განსაზღვრა ძვირი ჯდება. ეს შტამი რაღაცა პერიოდში ალბათ გახდება დომინანტური. სახელმწიფომ არავითარი ზომები არ მიიღო იმისათვის, რომ მობილობა ოდნავ მაინც შეემცირებინა. შესაბამისად გაიზრდება და შეიძლება მივაღწიოთ 10-15 ათას ადამიანს დღეში, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის ურთულესი იქნება", - ამბობს ვატო სურგულაძე.