შესაძლოა, ,,ომიკრონი" დომინანტ შტამად იქცეს- ვატო სურგულაძე

04.01.22 17:18
შესაძლოა, ,,ომიკრონი" დომინანტ შტამად იქცეს- ვატო სურგულაძე

იანვრის მეორე ნახევრიდან შესაძლოა, ,,ომიკრონი" დომინანტ შტამად იქცეს. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, ვატო სურგულაძემ, განაცხადა. მისი პროგნოზით, არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსის ამ სახეობით ყოვედღიურად 10-15 ათასი ადამიანი დაინფიცირდეს.

რაოდენობა გაიზრდება, ახლაც გაცილებით მეტია ,,ომიკრონის" შტამით დაავადებული ადამიანების რიცხვი, უბრალოდ, ამის განსაზღვრა გაცილებით რთულია, ძვირი ჯდება. ცოტა ხანში ეს შტამი გახდება დომინანტური. სახელმწიფომ არავითარი ზომები არ მიიღო იმისთვის, რომ მობილობა შეემცირებინათ. შესაძლოა, მივაღწიოთ იმას, რომ ყოველდღიურად  10-15 ათასი ადამიანი იყოს დაავადებული, რაც ჩვენი ჯანდაცვისთვის ურთულესი გამოცდა იქნება - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

დღესვე ცნობილი ხდება, რომ აღმოჩნეილია  კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ტიპი - B.1.640.2 ,  ის პირველად  კამერუნიდან საფრანგეთში დაბრუნებულ ადამიანს აღმოაჩნდა, რომელმაც უკვე ქვეყანაში 12 ადამიანი დააინფიცირა.

მეცნიერები ახლა ვირუსის ამ ახალ ტიპს იკვლევენ. უკვე დადგენილია, რომ ეს შტამი უფრო მეტად გადამდებია. საქართველოში  საბედნიეროდ, ვირუსის ეს ფორმა არ გავრცელებულა.