მაღაზიაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა - ძარცვა ვარკეთილში

04.01.22 19:08
მაღაზიაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა - ძარცვა ვარკეთილში

ძარცვა ვარკეთილში -  არსებული ინფორმაციით, მარკეტში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა. კაცმა "ბესთ მარკეტიდან" დაახლოებით 500 ლარი წაიღო და მიიმალა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

 ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.