შიდა ქართლში 15 წლის მოზარდები დაინიშნენ - შსს-მ მოკვლევა უკვე დაიწყო
შიდა ქართლში სკოლის 15 წლის მოზარდები დაინიშნნენ. შემთხვევა სოფელ ფერმაში მოხდა. ცერემონიალს გოგონას ბაბუაც ესწრებოდა, რომელიც ამავე სოფელში ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი შაჰარა ისმაილოვია. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში არასრუწლოვნის ნიშნობაზე მიწვეულმა ერთ-ერთმა სტუმარმა გაავრცელა.
თავად შაჰარა ისმაილოვი ნიშნობის ფაქტს არ უარყოფს . მისი თქმით, გოგონამ ბეჭედი დაბადების დღეზე საჩუქრად მიიღო.
ნიშნობა იმას არ ნიშნავს, რომ ბავში თხოვდება. დიდი არაფერი მომხდარა, კაცო. ბავშვს დაბადების დღე ჰქონდა და ჩუქარი მოუტანეს ბავშვს, მეტი არაფერი, - ამბობს არასრულწლოვნის ბაბუა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ მოკვლევა უკვე დაიწყო.