ამ უსარგებლო სააგენტოების დაფინანსება ,,ოცნებისთვის" პოლიტიკურად მომგებიანია - გიგა ბედინეიშვილი

05.01.22 15:10
ამ უსარგებლო სააგენტოების დაფინანსება ,,ოცნებისთვის" პოლიტიკურად მომგებიანია - გიგა ბედინეიშვილი

რატომ ხდება მუნიციპალიტეტების კუთვნილ ორგანიზაციებში საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივი ხარჯვა? ეკონომიკის ექსპერტების კვლევით, მმართველ პარტიას აწყობს, რომ აიპებსა და სიპებში საკუთარი აქტივი დაასაქმოს, რომელიც არჩევნებზე ,,ოცნების" არსებობის გახანგძლივებას შეუწყობს ხელს.

ეკონომიკის ექსპერტის, გიგა ბედინეიშვილის, ინფორმაციით, აბსოლუტურად უსარგებლო ორგანიზაციების დაფინანსებით ქვეყანაში გადასახადები იზრდება და ლარი უფასურდება, თუმცა, ,,ქართული ოცნებისთვის" ასეთი პროექტები პოლიტიკურად მომგებიანია.

ამ აბსოლუტურად უსარგებლო სააგენტოების დასაფინანსებლად გადასახადები იზრდება, ეკონომიკა მცირდება, უმუშევრობა იზრდება, ლარი უფასურდება, ვღარიბდებით. ყველაფერი ეს ამასთან კავშირშია. ეს პოლიტიკურად აწყობს ,,ქართულ ოცნებას", რადგან ამ აიპებში მისი აქტივისტებია დასაქმებული. ,,ოცნების" სამიზნე ხდება ამ დასაქმებულების ოჯახის წევრები, ახლობლები, ნათესავები, რომ მოვიდნენ ისინი შემდგომში არჩევნებზე და გაუგრძელონ არსებობა ,,ოცნებას". - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი, გიგა ბედინეიშვილი.

გახდება თუ არა ბიუჯეტიდან გაფლანგული 61 მილიონი ლარი ,,ქართული ოცნების" მაღალჩინისნების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძველი?-აუდიტის სამსახურმა სკადალური დასკვნა გაასაჯაროვა.

აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროვებული დოკუმენტით მუნიციპალიტეტების სიპებში  საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვა და გაფლანგვის ფაქტი დასტურდება. დადგინდა, რომ  ხელისუფლებამ სააგენტოები, რომელტა მიზნობრიობა ბუნდოვანია, ჯერ შექმნა, მილიონობით ლარი ხელფასებში დახარჯა  და შემდეგ კი გააუქმა.

 

მსგავსი სიახლეები