ყაზახეთის მიმართულებით ფრენები შეფერხებულია - მგზავრები დაგეგმილ რეისს უკვე სამ საათზე მეტია, ელოდებიან

06.01.22 11:03
ყაზახეთის მიმართულებით ფრენები შეფერხებულია - მგზავრები დაგეგმილ რეისს უკვე სამ საათზე მეტია, ელოდებიან

ყაზახეთის მიმართულებით ფრენები შეფერხებულია. სამ საათზე მეტია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები დაგეგმილ რეისს ელოდებიან, თუმცა გაფრენის დრო ამ დრომდე უცნობია.

დილის ათ საათზე ქუთაისში ქალაქ ატირაუდან რეისი უნდა შესრულებულიყო, თუმცა თვითმფრინავი ყაზახეთიდან ამ დრომდე არ გამოფრენილა, შესაბამისად, ვერ სრულდება  ფრენა ვერც ქუთაისი-ატირაუს მიმართულებით.

გვითხრეს, რომ რეისი გადაიდო, ატირაუდან რეისი ჯერ არ ჩამოფრენილა, შესაბამისად, ვერც ჩვენ მივფრინავთ. ვერ გვეუბნებიან ზუსტ დროს. არ მეშინია, თუმცა გვინდა, რომ მალე გავფრინდეთ და ჩავიდეთ ყაზახეთში, - ამბობს ყაზახეთის მოქალაქე. 

ქუთაისის აეროპორტში მომლოდინე მგზავრები რეისის ზუსტი დროის დადგენას აეროპორტის ადმინისტრაციასთან ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით, ფრენებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, რადგან ფრენები ყაზახური მხარის მოთხოვნით არის შეფერხებული.