"15 იანვრიდან კიდევ ერთი ტალღა დაგვარტყამს" - სპეციალისტები კორონავირუსის ახალ აფეთქებას ელიან
საქართველოში კორონავირუსის ახალ ტალღას 15 იანვრიდან ელიან. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების პროგნოზით, სადღესასწაულო დღეებში ახალი შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს და საავადმყოფოები გადაიტვირთება.
მოლოდინი ცუდია, 15 იანვრიდან კიდევ ერთი ტალღა დაგვარტყამს: იქნება ბევრი დაავადებული, იქნება პრობლემა ჰოსპიტალიზაციის. ვეცადოთ ნაკლები კონტაქტი გვქონდეს და დისტანცია დავიცვათ. სხვა რეკომენდაციას ვერც მე და მსოფლიოში ვერავინ ვერ გასცემს", - ამბობს ვახტანგ სურგულაძე.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი.