"აქ სროლებია, ხალხს ხოცავენ" - ყაზახეთში ჩარჩენილი ქართველები დახმარებას ითხოვენ

06.01.22 12:45
"აქ სროლებია, ხალხს ხოცავენ" - ყაზახეთში ჩარჩენილი ქართველები დახმარებას ითხოვენ

ყაზახეთში ჩარჩენილი ქართველები დახმარებას ითხოვენ. სპეციალურ მიმართვას სოციალურ ქსელში მოქალაქე ბაჩანა მელაშვილი ავრცელებს. კონფლიქტის ეპიცენტრში ჩარჩენილი  საქართველოს  მოქალაქე  გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, გარეთ ხალხს ხოცავენ, სახლში კი საკვებიც გამოელიათ. 

გავიჭედეთ ოთხი ადამიანი აქეთ, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, ვინმემ თუ იცით ვის შეიძლება დავეკონტაქტოთ ან საქართველოში, ან აქ, ვინმეს თუ ვინმე გყავთ, იმიტომ, რომ მაღაზიებში არაფერი არ იყო, ვერაფერი ვიყიდეთ, საკვების პონტშიც ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. ერთი სიტყვით, ძალიან გვიჭირს ყველანაირად, გარეთაც ვერ გავდივართ, აქ სროლებია, ხალხს ხოცავენ გარეთ, ვერაფერს ვერ ვახერხებთ, თუ ვინმეს შეგიძლიათ რამენაირად, რომ დაგვეხმაროთ, ან გვითხრათ, ვინმეზე, რომ გყავთ აქ ალმაატაში ახლობელი, შინაური, ვისაც შეიძლება ცოტა ხნით შევეფაროთ, ან საკვებით დაგვეხმაროს, ძალიან გთხოვთ შემეხმიანეთ, - ამბობს მელაშვილი ბოლო მიმართვაში.

ჯგუფ  "ილორის " ერთ-ერთი  წევრი  ბაჩანა მელაშვილი  ქალაქ ალმაათშ,ი რომლიც შეირაღებული დაპირისპირების ეპიცენტრია 22 დეკემებერს სამუშაოდ მეგობრებთან ერთად ჩავიდა,თუმცა ჯგუფის წევრები   საპროტესტო  აქციების და დაპირისპირების შემდეგ ვერც ქალაქის და ვერც ქვეყნის დატოვებას ვეღარ ახერხებენ.

ამ დროისათვის ბაჩანა მელაშვილთან დაკავშირებას ვერც ოჯახი და ვერც მეგობრები ახერხებენ.