ელექროენერგიის, გაზისა და წყლის ტარიფების ზრდა არ იგეგმება - სემეკი

06.01.22 13:18
ელექროენერგიის, გაზისა და წყლის ტარიფების ზრდა არ იგეგმება - სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, ელექროენერგიაზე, გაზსა და წყალზე გადასახადების ზრდა არ იგეგმება და ძალაშია წინა პერიოდში არსებული ტარიფები.

სემეკი მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, არ შეიყვანონ შეცდომაში საზოგადოება და ინფორმაცია ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით მათ უწყებასთან გადაამოწმონ.

კომისია  საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ აცხადებს რომ არ გაზრდილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები. 
 2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები.  ტარიფების ზრდა არ განიხილება.
პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პირები კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო, მოსახლეობას აწვდიან ცრუ ინფორმაციას. 

სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პირების მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ კომისიაში. სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დაეყრდნონ მხოლოდ სემეკის ინფორმაციას, რადგანაც წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ოპოზიციური პოლიტიკური ინტერესების მქონე პირების მიერ ხშირად აქვს ადგილი მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.