სისხლიანი დაპირისპირება კახეთში - 63 წლის კაცი ყოფილმა სიძემ დაჭრა
სისხლიანი დაპირისპირება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში - ყოფილმა სიძემ 63 წლის კაცი დანით დაჭრა.
შუახნის კაცის მდგომარეოიბა მძიმეა, მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.