ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან საჰაერო რეისი დღეს აღარ შესრულდება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან საჰაერო რეისი დღეს აღარ შესრულდება.
ფრენა ხვალ 12:00 საათისთვის გადაიდო.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ ატირაუში რეისი დღეს დილით 10:00 საათზე უნდა განხორციელებულიყო.
დილის ათ საათზე ქუთაისში ქალაქ ატირაუდან რეისი უნდა შესრულებულიყო, თუმცა თვითმფრინავი ყაზახეთიდან ამ დრომდე არ გამოფრენილა, შესაბამისად, ვერ სრულდება ფრენა ვერც ქუთაისი-ატირაუს მიმართულებით.