სპეცოპერაცია პოლონეთში - ვარშავაში 3 ქართველი დააკავეს

06.01.22 17:21
სპეცოპერაცია პოლონეთში - ვარშავაში 3 ქართველი დააკავეს

ამბავი განგსტერული ფილმიდან!-  პოლონეთში პოლიციამ ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 3 ქართველი დააკავა. 

გაზეთ Warszava- ს ინფორმაციით, ცივი იარაღით შეიარაღებულმა ქართველმა ახალგაზრდებმა პრაღის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ოსტომბრასკას ქუჩაზე, პოლონეთის ორი მოქალაქე  გაძარცვეს. მათ დანის მუქარით მობილური ტელეფონი და 2 ათასი ზლოტი გაიტაცეს. 

როგორც ირკვევა, ქართველი კრიმინალები თავიანთ მსხვერპლს ღამის კლუბის ტერიტორიაზე არჩევდნენ, მათ უკან მიჰყვებოდნენ და დანის მუქარით ძარცვავდნენ.

პოლონეთის პოლიციას 1 კვირა დასჭირდა მძარცველების ვინაობის დასადგენად და დასაკავებლად.  სამართალდამცველებმა ისინი ზიელონკას უბანში აიყვანა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

ცნობილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები 20-დან 25 წლამდე ახალგაზრდები არიან.

"ქართული დანის ბანდა" ასე შეარქვა მედიამ დაჯგუფებას.