მსხვერპლი დიდია... უნდა განგვამტკიცოს რწმენამ, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას - ილია II
"უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას", - ამის შესახებ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი. ეპისტოლეს მიხედვით, პანდემიით გამოწვეული დიდი მსხვერპლის მიუხედავად ადამიანი არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთას.
დღეს პანდემიაა ასეთი. ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით,
სიკვდილიანობით.მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია,
სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ.
ყოვლადწმინდა სამებას ვავედრებ ჩვენგან წასულ ჩვენს სულიერ შვილებს, რომ
შეიწყალოს ისინი და აცხოვნოს. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ
თანამემამულეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მყოფთ, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია შობის დღესასწაული და ვინც თავს ჩვენი ეკლესიის შვილად მიიჩნევს, - გთხოვთ, იცხოვრეთ ერთმანეთისა და სამშობლოსათვის", - აღნიშნულია ეპისტოლეში.