ქუთაისი-მამისონის გზაზე კლდე ჩამოიშალა
ქუთაისი-ალპანა- მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის დიდი მოცულობის კლდე ჩამოიშალა. საგზაო მიმოსვლა ორმხრივად დაიკეტა. ადგილზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება.
ამ დროისთვის მიმოსვლა შესძლებელია შარდომეთი-ახალი ჩორდი-ზუდალის გავლით.