საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 600 შემთხვევაა დადასტურებული

07.01.22 11:19
საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 600 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 600 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„6 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 600 შემთხვევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4234 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.