გადადებული რეისები - საქართველოდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები არ სრულდება
მეორე დღეა საქართველოდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები შეფერხებულია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომლოდინე მგზავრები ამ დრომდე ვერ არკვევენ შეძლებენ თუ არა სამშობლოში გამგზავრებას. ატირაუდან ქუთაისში თვითმფრინავი გუშინ დილით უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა ის ყაზახეთიდან გამოფრენას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ვერ სრულდება ფრენა ქუთაისიდან ატირაუს მიმართულებით.