ქუთაისის აეროპორტში ყაზახეთის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმდა

07.01.22 14:04
ქუთაისის აეროპორტში ყაზახეთის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმდა

ქუთაისის აეროპორტში ყაზახეთის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები გაუქმდა. ატირაუსა და აქტაუს მიმართულებით ფრენები გაურკვეველი დროით გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ მგზავრებმა ცოტა ხნის წინ შეიტყვეს. რეისის მგზავრები ქუთაისის აეროპორტს უკვე ტოვებენ. ყაზახეთში გაფრენის მსურველები ამბობენ, რომ უკვე მეორე დღეა ფრენას ელიან.

მეორე დღეა ბათუმიდან ქუთაისის აეროპორტში ჩამოვდივარ, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, შესრულდება თუ არა ატირაუს მიმართულებით რეისი. მინდა, მალე დავბრუნდე სახლში. არ მეშინია", - ამბობს ყაზახეთის მოქალაქე.