თეოლოგებმა პატრიარქს საშობაო ეპისტოლე დაუწუნეს

07.01.22 13:18
თეოლოგებმა პატრიარქს საშობაო ეპისტოლე დაუწუნეს

საშობაო ეპისტოლე იყო ზოგადი და არ პასუხობდა ქვეყანის მთავარ გამოწვევებს-  თეოლოგების ნაწილმა პატარიარქს საშობაო მიმართვა დაუწუნა. ფიქრობენ, რომ ის, რაც გუშინ საზეიმო ლიტურგიაზე წაიკითხეს, უწმინდესის დაწერილი არ იყო, რის საფუძველსაც თეოლოგებს მიმართვის შინაარსობრივი კონტექსტი უჩენს. 

თეოლოგები მიიჩნევენ, რომ რადგან ილია მეორე ერის სულიერ მამად მოიაზრება, მას ეპისტოლეში ყურადღება უნდა გაემახვილებინა თუნდაც მატერიალურ პრობლემებზე, რაც ერს აწუხებს. სჯულის კანონის" მცოდნეები იმასაც აღნიშნავენ, რომ გასულ წლებში პატრიარქის საშობაო მიმართვა უფრო ყოვლის მომცველი იყო. 

პატრიარქის ეპისტოლე იყო ძალიან ზოგადი, მთლიანად იყო მოცული რელიგიური ასპექტებით. ჩემდა გასაოცრად, ის არ შეხებია იმ პრობლემებს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, რაც ადამიანს აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ეპისტოლეში ნათქვამი იყო, რომ ადამიანი უმთავრესია. ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებზე არაფერი იყო ნათქვამი. - განაცხადა თეოლოგმა ლელა ჯეჯელავამ.

ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით - ამის შესახებ პატრიარქის ეპისტოლეშია ნათქვამი.