საქართველოს პარლამენტთან ყაზახეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
საქართველოს პარლამენტთან ყაზახეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოსთან თბილისში მცხოვრებმა ყაზახეთის მოქალაქეებმა პლაკატები მიიტანეს და ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს.
ყაზახეთის პრეზიდენტმა გაფრთხილების გარეშე ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მთავრობის ინფორმაციით, ყაზახეთში დაპირისპირების დროს 3 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, ხოლო გარდაცვლილ მომიტინგეთა რიცხვი 26-ს შეადგენს.
პრეზიდენტ თოყაევის თქმით, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში კონსტიტუციური კონტროლი აღდგენილია და სიტუაციას ადგილობრივი მთავრობა აკონტროლება.
რუსული თავდაცვის ძალები, ყაზახეთის პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე, უკვე ქვეყანაში არიან განლაგებული.