"განცდა მრჩება, რომ უნდათ 5 ივლისი გადაფარონ" - ლაშქარავას დედის კომენტარი ექსპერტიზის დასკვნაზე

08.01.22 17:04
"განცდა მრჩება, რომ უნდათ 5 ივლისი გადაფარონ" - ლაშქარავას დედის კომენტარი ექსპერტიზის დასკვნაზე

ლექსო ლაშქარავას დედა, თინათინ კახიძე ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მისთვის არასერიოზულია. კახიძე ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების არსებობა ლექსოს ორგანიზმში მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მის შვილს ნარკოტიკი ექიმის დანიშნულებით ჰქონდა მიღებული ტკივილის გასაყუჩებლად.

სატირლად რომ არ გვქონდეს საქმე სასაცილოა. ექსპერტი მაინც არ იყოს. ლაბორატორიულად 6 თვე დასჭირდა? ვიძახდი, რომ აუცილებლად ნარკოტიკული ნივთორება ექნება ორგანიზმში, რადგან მორფინს უკეთებდნენ სუფთა მორფინს 4 დღე, რატომ გაიკეთა, რომ არანორმალური ტკვიილები ჰქონდა. 20 ექსპერტი ვიყავი რას მელაპარაკება.

განცდა მრჩება, რომ უნდათ 5 ივლისი გადაფარონ", - ამბობს კახიძე.

მსგავსი სიახლეები