ხელჩართული ჩხუბი საგარეჯოში - დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი

09.01.22 11:06
ხელჩართული ჩხუბი საგარეჯოში - დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი

ხელჩართული ჩხუბი სამართალდამცველებსა და ახალგაზრდებს შორის - შემთხვევა შობა დღეს საგარეჯოს ცენტრში მოხდა. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი. ერთ-ერთს თავი შუშის ბოთლით  აქვს გატეხილი. 

ადგილობრივების ინფორმაციით,  საგარეჯოელი ახალგაზრდების  ჯგუფის უკმაყოფილება ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცის დაკრძალვის დღეს ქალაქში საზეიმო ღონისძიების გამართვამ გამოიწვია. სავარაუდოდ, ნასვამი ახალგაზრდები კულტურული ღონისძიების მსვლელობისას სცენაზე ავიდნენ და გამომსვლელებისთვის ხელის შეშლა სცადეს. სწორედ ეს გახდა ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ორი ახალგაზრდა დააკავა.