საბაგარო საბაგიროს ნაცვლად - საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათები შეცდომით დაბეჭდეს

09.01.22 12:06
საბაგარო საბაგიროს ნაცვლად - საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათები შეცდომით დაბეჭდეს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ბარათები შეცდომით დაბეჭდეს. ბარათზე სიტყვა "საბაგიროს" ნაცვლად "საბაგარო" წერია. ბარათის დიზაინი თბილისის მერიას ეკუთვნის.

"პირველებმა" გაარკვია, რომ დაშვებული შეცდომის შემდეგ დედაქალაქის მერმა ბარათების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა. 

ბარათების რაოდენობასა და ხარჯებზე ინფორმაციის გარკვევა "პირველებმა" თბილისის მერიაში სცადა, თუმცა სატელეფონო ზარებს არავინ უპასუხა. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩანაცვლდება ხარვეზიანი ბარათები ახალი ბარათებით.