მკვლელობა თუ თითმკვლელობა - მუხროვანის ტყეში ხეზე მიბმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

09.01.22 13:09
მკვლელობა თუ თითმკვლელობა - მუხროვანის ტყეში ხეზე მიბმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - მუხროვანის ტყეში ხეზე მიბმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 35 წლის მამაკაცს სხეულზე არა ერთი დაზიანება აღენიშნება. არსებული ინფრომაციით, მამაკაცი ადგილორბივი მვკდრი არ იყო.

ბურუსით მოცულ საზარელ შემთხვევასთან დაკავშირებით ადგილობრივები ორ ვერსიაზე საუბრობენ. ნაწილი მათგანი ამბობს, რომ მამაკაცმა თავი მოიკლა, ხოლო მეორე ნაწილი მკვლელობის ვერსიას ემხრობა.

მოუკიდებელი სიგარეტი პირში ჰქონდა. პასპორტი, ფული ჰქონდა სადღაც 250 მანეთამდე. ვენები ჰქონია გაჭრილი, მაგრამ გაჭრილი რომ არის იქ სისხლი ხომ იმდა იყოს? არ იყო..- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე მუშაობა რამდენიმეე საათის წინ დაასრულეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები