ყაზახეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშბლოში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ

09.01.22 14:02
ყაზახეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშბლოში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ

"ვართ სახლში და ველოდებით სიტუაციის დამშვიდებას", - "პირველები" ყაზახეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეებს დაუკავშირდა. ანსამბლ "ილორის" წევრის, ბაჩანა მელაშვილის თქმით, ყაზახეთში სიტუაცია შედარებით მშვიდია, თუმცა ჯერჯერობით არ იციან როდის მოხერხდება მათი სამშობლოშ დაბრუნება. 

ვართ სახლში და ველოდებით სიტუაციის დამშვიდებას, რომ გვითხრან რეისები როდის დაიგეგმება, რომ წამოვიდეთ აქედან. ჯერჯერობით არავინ დაგვკავშირებია. ჩვენ თვითონ ვერ ვუკავშირდებით აეროპორტს, იმიტომ, რომ რომელ ნომერზეც ვრეკავთ არ გვპასუხობს არავინ. ვინც ჩამოგვიყვანა იმ ადამიანთან გვაქვს კონტაქტი და ანალოგიურად ისიც ცდილობს რომ გაარკვიოს რამე. როგორ ვიცი, ტელევიზორით რაც გამოაცხადეს, ალმათიდან ჯერ არ აღდგენილა ფრენები. აქ ოთხი ადამიანი ვართ ჩარჩენილი. ცოტა მიწყნდარდა სიტუაცია როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ტელევზიამ დაიწყო საუბარი ცოტა თამამად. ჯერჯერობით სიწყნარეა, აუღიათ რაღაც ადგილები მშვიდობიანად, ცდილობენ, რომ მოაწესრიგონ ქალაქები, რომ ყველაფერმა დაიწყოს ჩვეულებრივად უკვე მუშაობა, - ამბობს ბაჩანა მელაშვილი.

საქართელოს ოთხი მოქალაქე  კონფლისქტის ეპიცენტრშ, ერთ-ერთ სოფელში არაინ გახიზნულები. მათი საქართველოში უსაფრთხოდ დაბრუნება საქართველოს ხელსუფლებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა.